19:52 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 12:42:45, 1528 ნახვა

კომენტარი
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე საბოლოო კენჭისყრა, შესაძლოა, საგაზაფხულო სესიაზე ვერ მოესწროს

ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტზე საბოლოო კენჭისყრა შესაძლოა, საგაზაფხულო სესიაზე ვერ მოესწროს.

თუმცა, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე განხილვის მნიშვნელოვან ფაზას გაივლის.

მანვე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა რთული იქნება, რადგან მნიშვნელოვანი საკითხია და მას მსჯელობა სჭირდება.

„ბუნებრივია ნარკორეალიზაციასთან სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. ასევე ვფიქრობთ, ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით პოზიცია იქნება სახელმწიფოს მხრიდან უფრო ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული და იმაზე, რომ ნაკლები ნარკოდამოკიდებული გვყავდეს და მეტი ადამიანის გამოხსნა შევძლოთ. ზოგადად მკაცრი რეგულირების მომხრე ვართ, იმ კონტექსტში, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებს, გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, საქართველოს პარლამენტს კი, გარკვეული ვალდებულებები გააჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, დეკრიმინალიზაცია შეეხება თუ არა ყველა ნარკოტიკს, ჩუგოშვილმა უპასუხა: „ჩვენ შესაძლებელია ძირითად ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებაში შევინარჩუნოთ დაახლოებით ის მიდგომა, რაც არსებობს, იმ პირობით რომ მომხმარებელთან ცოტა განსხვავებული მიდგომა გვაქვს და შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მკაცრ რეგულირებებზე ვიფიქროთ. უფრო მეტად ვერ დავკონკრეტდები“.

რაც  შეეხება დოზებს, ჩუგოშვილის თქმით, გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა რომელ ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეეხება და რა რაოდენობაზე იქნება საუბარი, ამაზე კომენტირებისგან დეპუტატი თავს იკავებს. 

„გარკვეული ცვლილებები დოზებში შესაძლებელია, ძალიან მცირეა ის დოზები, რომელიც მცირე ოდენობად ითვლება, შესაბამისად განსხვავებული პასუხისმგებლობა დგება. გარკვეული ცვლილებები დოზებთან მიმართებით იქნება, თუმცა დეტალებზე და ზუსტად რა ნივთიერებებთან მიმართებით რა დოზებზეა საუბარი, ახლა თავს შევიკავებ, ვინაიდან ჯერ კიდევ შეხვედრა მიმდინარეობს“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით როგორია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, ჩუგოშვილმა უპასუხა: „ამასთან დაკავშირებით თვითონ რომ ისაუბროს უფრო სწორი იქნება, თუმცა მისი ძირითადი როლი ამ შეხვედრაში არის პოზიციების დამაახლოვებლის როლი, სხვადასხვა პოზიციებს ისმენს და შესაბამისად გვეხმარება ბოლო გადაწყვეტილებამდე მისვლაში“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ნარკოპოლიტიკის თემაზე მსჯელობენ. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილის ესწრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics