02:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 19:18:37, 1737 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვეს მიტჩელს შეხვდა

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვეს მიტჩელის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.

მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მრავალი ასპექტი განიხილეს, მათ შორის - სავაჭრო ეკონომიკური მიმართულება. ყურადღება გამახვილდა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პირად წვლილს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებითაც, ვეს მიტჩელის შეფასებით, საქართველო რეგიონში სამაგალითოა. 

ამერიკულმა მხარემ ასევე აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს არის მნიშვნელოვანი კარიბჭე შუა აზიის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გლობალურ სავაჭრო-ეკონომიკურ პროექტებში მათი ჩართულობისთვის.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს პერსპექტივას ნატოს ბრიუსელის მომავალ სამიტზე. ვეს მიტჩელის განცხადებით, აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს სვლას ნატოსკენ და სამიტზე, მოკავშირეებთან ერთად, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. 

გიორგი კვირიკაშვილმა ვეს მიტჩელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა რჩება აშშ-ის საიმედო სტრატეგიულ პარტნიორად.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics