02:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 16:45:01, 1520 ნახვა

პოლიტიკა
ხვალ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ნარკოპოლიტიკის საკითხს განიხილავენ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხს უწოდებს.

როგორც მან აღნიშნა, ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ნარკოპოლიტიკა იქნება.

 „ოდენობების და საკანონმდებლო ნორმები როგორ იქნება, ვადები როგორ იქნება, საუბარია იმაზე, რომ გაჰუმანურება რომ მოხდება, რამდენი ხანი უნდა იყოს ეს შუალედური მოდელი, მანამ სანამ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომ საბოლოოდ გავაუქმოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამ თემებზე არის საუბარი და ეს თემები უმრავლესობის ყველა წევრის ჩართვის და კონსენსუსის გარეშე შეუძლებელია მივიღოთ, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის ძალიან აქტიური თემებია“, - განაცხადა ზოიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, დაესწრება თუ არა შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი, ზოიძემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დაესწრება.

„ეს ერთ-ერთი საკვანძო თემაა, რომელზეც პარტიამ, პარლამენტმა, მთლიანად უმრავლესობამ, გუნდმა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ერთად უნდა მიიღოს გადაწვეტილება. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა ის ადამიანი და პირველ რიგში რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გახლავთ ასევე ამ პარტიის თავმჯდომარე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics