|
2018-05-21 14:51:23, 1538 ნახვა
სამართალი
მამაკაცს ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ ი. ც.-ს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლომ ბრალდებული, ასევე დამნაშავედ ცნო ცივი იარაღის ტარებისათვის, ჩადენილი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. „საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 8 იანვარს, დილის საათებში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა მიდამოში 12 ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა ყოფილ მეუღლეს. შემთხვევის ადგილზე გამვლელმა მოქალაქემ მოძალადეს ხელი შეუშალა, რის გამოც მან ვერ შეძლო დანაშაულის სისრულეში მოყვანა და ქალს, დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა. ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა მხოლოდ ცივი იარაღის ტარებაში ცნო თავი დამნაშავედ, თუმცა სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებების, ნივთმტკიცებების, მათ შორის დანაშაულის იარაღის შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, ასევე დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე ი. ც. -ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასჯელის შთანთქმის პრინციპისა და განაჩენთა ერთობლიობით, ი. ც.-ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
|
რედაქტორის რჩევით
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)