13:18 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 11:56:41, 1296 ნახვა

საზოგადოება
საქსტატი - ტრადიციულად, კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს უმუშევრობის დონის მაჩვენებელი კაცებში ქალების შესაბამის მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა.

ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით ქალებში გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირდა 1.6 პროცენტული პუნქტით.

სტატისტიკის თანახმად, აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. კერძოდ, 2017 წელს ქალებში აქტიურობის დონე 58,2 პროცენტს, ხოლო კაცებში - 74,6 პროცენტს შეადგენდა.

2017 წელს 2016 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში  2.8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ცნობისთვის, საქსტატმა დასაქმებისადა უმუშევრობის შესახებ 2017 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა.

 

თამარ ლომაშვილი





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics