11:45 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 11:28:44, 783 ნახვა

სამხედრო
21-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა სამშვიდობო მისია ოფიციალურად გადაიბარა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა, რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეულისგან სამშვიდობო მისია ოფიციალურად ჩაიბარა.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს საერთაშორისო მისიაში ჩაბმა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზის მეთაურმა და სერჟანტმა, პოლკოვნიკმა ბრაიან კეიტ ოლეტმა და მთავარმა სერჟანტმა ჯეიმს თეშმა, ასევე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რევაზ ნიკოლეიშვილმა მიულოცეს. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის ბოლოს ამერიკელმა და ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ქაბულში 7 თვის განმავლობაში იმსახურებს. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის უსაფრთხოება და ბაზის პერიმეტრის კონტროლი იქნება.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics