|
2018-05-21 10:57:42, 1328 ნახვა
სამართალი
ლონდა თოლორაია: მიღებულია ზომები, რათა ინგა გრიგოლიას უსაფრთხოება დაცული იქნას
„უახლოეს მომავალში გამოძიება სრულყოფილად იქნება ჩატარებული და ცხადია, დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი განეკუთვნება ქალთა მიმართ ძალადობას, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს. „მთელი დღის განმავლობაში, საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობდა ჩვენი დაკვირვების ქვეშ. როგორც იცით, გუშინ სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით განცხადება გავრცელდა. გუშინვე, განცხადების გამოქვეყნებისთანავე, საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გუშინვე დაუკავშირდით ქალბატონ ინგა გრიგოლიას და იგი დაბარებულ იქნა გამოკითხვაზე. დღეს, უკვე ნაშუადღევს, ქალბატონი ინგა გამოცხადდა საგამოძიებო სტრუქტურაში. მისი გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვინაიდან მან მოჰყვა ბევრი ფაქტი, რომლებიც, როგორც ამ ბოლო პერიოდში, ასევე, წინა პერიოდში, მის მიმართ ხდებოდა. მისივე მონაწილეობით ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება. ქალბატონი ინგა გრიგოლიას გამოკითხვის საფუძველზე ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხული იქნებიან მოწმეები. შს სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მიღებულია ზომები, რათა ქალბატონი ინგას უსაფრთხოება დაცული იქნას და ამის სრულ გარანტიას სამინისტრო ნამდვილად იძლევა. უახლოეს მომავალში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სრულყოფილად იქნება ჩატარებული და თავისთავად ცხადია, დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების ინტერესებიდან და ქალბატონი ინგას უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, თუ რა ზომები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა გეტყვით იმას, რომ მისი უსაფრთხოების მიზნით, განხორციელებულია შესაბამისი ღონისძიებები და დაზარალებულის უსაფრთხოებას, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მინდა გითხრათ, რომ ამჟამადაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დამნაშავის იდენტიფიცირების მიზნით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი, ვისაუბრო დამატებით დეტალებზე. გამოიკითხება აბსოლუტურად ყველა პირი, ვისაც შეიძლება, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდეს რაიმე ტიპის ინფორმაცია. ამიტომ, გარდა ამ პირისა, იდენტიფიცირებულნი არიან, ასევე, სხვა მოწმეები, რომელთა გამოკითხვა მოხდება უახლოეს დღეებში, ხვალ. შეიძლება, ესენი იყვნენ თანამშრომლები, ოჯახის წევრები, ნებისმიერი პირი, რომელსაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. შეგახსენებთ, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)