20:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 19:45:59, 1742 ნახვა

სამართალი
21 მაისიდან ტურისტულ ზონებში პატრულირებას პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საპოლიციო ღონისძიების შესახებ აცნობა.

როგორც მან აღნიშნა, ორშაბათიდან თბილისის ტურისტულ ზონებში პატრულირებას საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს.

"გვინდა ასევე მოგახსენოთ რამდენიმე სიახლე, რასაც ჩვენ ორშაბათიდან დავიწყებთ. ეს გახლავთ ქვეითი პატრული. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს ერთის მხრივ არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი. თუმცა სამართალდამცავი სისტემისთვის ეს გახლავთ სერიოზული გამოწვევა, რამეთუ ამხელა „ტრეფიკს" ტურისტების მოყვება თავისი რისკები. დღეის მდგომარეობით, ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თბილისსში კონკრეტული ლოკაციები და კონკრეტული მარშრუტები. ორშაბათი დღიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფების 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში, ყოველთვიურად მიემატება მას დამატებით 20 ეკიპაჟი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ქვეითი პატრულირების ქვედანაყოფი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ ჩათვალეთ ე.წ. მსგავსი ტურისტული პატრულისა, რომელიც რა თქმა უნდა იქნება ეფექტური, მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics