20:14 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 17:01:09, 2017 ნახვა

სამართალი
თბილისში 365 ახალი უბნის ოფიცერი გამოჩნდება

„თბილისში პრევენციაზე ორიენტირებული, 365 ახალი უბნის ოფიცერი გამოჩნდება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კრიმინალური პოლიციის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები განიხილა.

 „ეს გახლავთ ხერხემალი სამართალდამცავი სისტემის და კრიმინალთან ბრძოლის. სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიციის დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. რამდენიმე მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: დღეს ამ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დეპარტამენტში უბრალოდ არ არსებობს სპეციალიზაცია, მდგომარეობა არის შემდეგი, რომ ფაქტობრივად თანანმდებობრივი პოზიციები, როგორიც არის უბნის ინსპექტორი, ოპერ-თანამშრომელი, გამომძიებელი, თითქმის არის მხოლოდ და მხოლოდ დასახელება და გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სახელფასო გრადაციისთვის. შინაარსობრივი სპეციალიზაცია ამ დასახელებების უკან არ არის, ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ დღეს ხდება კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაციების მკაფიო გამიჯვნა, გამოიყოფა ცალკე საგამოძიებო კომპონენტი და უკვე დავიწყეთ ტესტირება ამ მიმართულებით, საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს და რა თქმა უნდა უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ ამ მონაცემების შესახებ. გვექნება ცალკე ჩამოყალიბებული საგამოძიებო კომპონენტი. რაც ყველაზე მთავარია და რისი ყველაზე დიდი იმედიც გვაქვს, ეს გახლავთ ე.წ. უბნის ინსპექტორი, რომელიც უახლოეს პერიოდში უკვე ახალი სახელით და ახალი, განახლებული ფუნქციებით ჩადგება საზოგადოების სამსახურში. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე შექმნილი გვაქვს მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა. თბილისის მასშტაბით ჩვენ ასეთი პოზიციის გვჭირდება 365 ადამიანი, 80 ადამიანის მომზადება უკვე დაწყებულია, 10 ივნისიდან გამოცხადდება ღია კონკურსი საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომელთაც ექნებათ საშუალება მიიღონ ამ პოზიციებზე, ვაკანტურ ადგილებზე მონაწილეობა, რამეთუ ჩვენ ვთვლით, რომ უბნის ინსპექტორი ეს არის ძირითადი კომპონენტი კრიმინალური პოლიციის. მის საფუძველზეც უნდა შეიქმნას ანალიზზე დაფუძნებული და დამყარებული საპოლიციო მომსახურება, საპოლიციო სერვისები და იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ძალზედ მოთხოვნადი პოზიციები, ამისთვის ჩატარდება სპეციალური საპრომოციო აქციები და ეს ყველაფერი დაიწყება 10 ივნისიდან“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics