18:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 16:53:21, 1423 ნახვა

კომენტარი
გახარია: დისკომფორტი შევუქმენით 100-მდე ადამიანს - ბოდიში, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე

„ის, რომ ჩვენ შევუქმენით დისკომფორტი 70, მაქსიმუმ 100-მდე ადამიანს, რომელიც 12-დან 1-ელ საათამდე ემზადებოდა კლუბში გართობისთვის, ბოდიში, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო ყოველთვის იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ შეზღუდავს ზონას - სად შევიდნენ სამართალდამცველები და სად არა.

„ჩვენ მართლა გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ქმედებების ჯაჭვი, რომელსაც მივყავართ,  სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, ფატალურ შედეგებამდე - ეს არის და ეს... სხვა მოტივი ჩვენ ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნდა.  სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ იმის რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არის შექმნილი, იყო გამოყენებული როგორც ეფექტური პლატფორმა, ასე ვთქვათ, ნარკოვაჭრობისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიებები ტარდება ყველა ქალაქში, სადაც ასე თუ ისე განვითარებული არის კლუბური ცხოვრება და უფრო მძიმე შედეგებითაც მიმდინარეობს.

,,როგორც შედეგი - ჩვენ გვქონდა დადასტურებული ფაქტები, მსგავსი ქმედებების ვიდეოჩანაწერები კონკრეტულ კლუბებში.  ასევე გეტყვით, რომ განჩინება ჩვენ არ გვქონდა მარტო 2-ზე, გვქონდა ცოტა უფრო მეტზე და ეს საგამოძიებო პროცესები გრძელდება.  რისი ბრალი იყო ეს, ცუდი მენეჯმენტის ზოგ შემთხევვაში, უკონტროლობის თუ ა.შ. და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამას არ აქვს არანაირი გამართლება. სამინისტრო ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს  ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ ვერასოდეს ვერ შეზღუდავს ჩვენს ზონას - სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ.  ის, რომ ჩვენ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შევუქმენით დისკომფორტი 70, მაქსიმუმ 100-მდე ადამიანს, რომელიც 12-დან 1-ელ საათამდე ემზადებოდა კლუბში გართობისთვის, ბოდიში, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა, სარგებელი უნდა ყოფილიყო და უდაოდ  არის ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics