18:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 16:40:36, 1268 ნახვა

კომენტარი
გახარია: სამწუხაროდ, პოლიცია ტექნოლოგიური დონით საერთაშორისო აღმოსავლეთ-ევროპის ნორმებს ჩამორჩება

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე და სიახლეებზე საუბრით დაიწყო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოწვევების საპასუხოდ, უწყებაში შემუშავებულია სისტემური განახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სამ მიმართულებას მოიცავს:

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის,  წარმოგიდგინოთ  შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდებარე პროცესებზე ჩვენი ხედვა დღევანდელი სტატუსი. მოგეხსენებათ მთავრობის დამტკიცების დროს ჩვენ აბსოლუტურად ღიად და ცხადად განვაცხადეთ, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის, როდესაც იქნება ამის საჭიროება გამოცხადდება პარლამენტში და წამოადგენს თავის ხედვას კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით ან კონცეპტუალურ თემებთან დაკავშირებით. ჩვენ ვგეგმავდით ასეთი შესაძლებლობა  გამოგვეყენებინა 6 თვის თავზე, რამეთუ გვინდოდა თქვენთვის წარმოგვედგინა და გვინდა წარმოგიდგინოთ რეფორმების გეგმა, რომელსაც ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება. ეს რეფორმების სრული გეგმა გვინდა წარვუდგინოთ პოლიციის დღეს 31 მაისს პოლიციელებს და შემდგომ გეწვიოთ თქვენ რა თქმა უნდა თუ ეს თქვენის მხრიდან ინტერესი იქნება დადასტურებული და კიდევ უფრო დეტალურად მოგიყვეთ ის გეგმები, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლის განმავლობაში.

ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მართლწესრიგი ჩვენს ქვეყანაში არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა საზოგადოების მხრიდან უსაფრთხოებაზე, მართლწესრიგზე და საპოლიციო სერვისებზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ეს გასაგებია რამეთუ ჩვენს რეგიონშიც და  ქვეყანაში გამოწვევებიც გვეზრდება და გამოწვევები ხდება უფრო მრავალფეროვანი.  აქედან გამომდინარე ამ გამოწვევების საპასუხოთ სამინისტროში შემუშავებული იყო სისტემური განახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას. ეს გახლავთ სტრუქტურული რეფორმები, ეს გახლავთ  შინაარსობრივი რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა. თითოეული მათგანი მოიცავს კონკრეტულ გეგმას მაგალითად, სტრუქტურული რეფორმების ძირითადი კომპონენტები ეს არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საპატრულო პოლიციის რეფორმა და საზღვრის ინტეგრირებული მართვა და ადამიანის უფლებების კომპონენტის დაცვის გაძლიერება ცენტრალურ აპარატში. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს რა თქმა უნდა აქ გამოწვევები ცოტა უფრო მძიმე გვაქვს და აქ უფრო მეტი დრო დაგვჭირდება, თუმცა აქაც აშკარად გვაქვს გამოკვეთილი ის ძირითადი მიმართულებები რომელიც  პრინციპულად მნიშვნელოვანია. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა რაც უნდა გახდეს პრევენციის ყველაზე სერიოზული ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა ტექნოლოგიები რამეთუ ჩვენ დღეს ჩვენი პოლიცია სამწუხაროდ ტექნოლოგიური დონით ჩამორჩება იმ საერთაშორისო აღმოსავლეთ– ევროპის ნორმებს,  რომელიც აუცილებელია რომ დანაშაულთან ბრძოლა იყოს უფრო ეფექტური, რა თქმა უნდა ადამიანური რესურსების მართვა, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი რამეთუ სისტემა გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერთერთი ყველაზე დიდი ქვეყანაში და მასში მოსულ ადამიანს უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი სოციალური გარანტიები ასევე ვერტიკალური ზრდის მკაფიო საშუალებები. რამეთუ სისტემა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღეს ქვეყანაში და მასში მოსულ ადამიანს  უნდა ჰქონდეს ძალზედ მკაფიოდ წარმოდგენილი როგორც სოციალური გარანტიები, ასევე ვერტიკალური ზრდის მკაფიო საშუალებები, რამეთუ მან შეძლოს თავისი ცხოვრების დაგეგმვა და კარიერული ზრდა სისტემაში. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც არის კონცენტრირებული ჩვენი 2018 წლის გეგმა“, - განაცხადა შს მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics