|
2018-05-18 16:24:36, 1450 ნახვა
კომენტარი
გახარია: არც ერთ კლუბში, სადაც არ გვქონდა დადასტურებული ნარკოტიკის შესყიდვა, ღონისძიება არ განგვიხორციელებია
„აბსოლუტურად გვაქვს შინაგანი რწმენა, რომ მოვიქეცით სწორად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვით“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 12 მაისს, კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადასტურდა, რომ საქმე ეხებოდა ნარკოტიკების სისტემური რეალიზაციის ფაქტს და სწორედ ამის შემდეგ განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები. „მოგახსენებთ, თუ რა უსწრებდა ამ ღონისძიებას წინ - ამ ღონისძიებას უსწრებდა დაახლოებით 3 თვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც ერთმნიშვნელოვნად, ფაქტობრივი მასალებით იყო დადასტურებული, რომ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა კლუბებში მიმდინარეობდა სისტემური სახით. ეს ნიშნავს ჩვეულებრივ მოვლენას, როდესაც ჩვენ საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე, პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტულ კლუბებში სისტემურად სხვადასხვა დროს და რამდენიმეჯერ ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშულებების გაყიდვას რაც პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ ეს დაგეგმილი მოვლენაა. აქ შემიძლია გითხრათ, რომ საკონტროლო შესყიდვით გავქვს დაფიქსირებული სასამართლო განჩინებით 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე (მიმდებარე ტერიტორია არ ნიშნავს გვერდზე უბანს, ეს არის კლუბის წინ) ასევე კლუბის შიგნით. არც ერთ კლუბში, სადაც არ გვქონდა დადასტურებული შესყიდვა კლუბის შიგნით - ღონისძიება არ გაგვიხორციელებია. მაგალითად, ჩვენს გვაქვს გადაღებული შემთხვევა როდესაც ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან ხვდება ორი ახალგაზრდა. ერთი გამოდის კლუბიდან. ისინი საუბრობენ გარკვეულ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე, შემდეგ მყიდველი გადასცემს თანხას და ამბობს, რომ „ბოდიში არ მაქვს კონკრეტული თანხა" (ხურდაზეა საუბარი), გამყიდველი იღებს ამ თანხას და ეუბნება - „არ არის პრობლემა, ხურდას დაგიბრუნებ". შედის ყველანაირი დაცვის ავლით კლუბში, შემდეგ ამ კლუბიდან ბრუნდება, გადმოსცემს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს ხურდას. ეს ერთი შემთხვევა. მეორე - რომელიც პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირზე, ნარკოტიკის გამსაღებლებსა და კლუბს შორის. როდესაც ერთერთ კლუბში გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი, ჩვეულებრივი ადმინისტრაციის წევრი. შესაბამისად ჩნდება კითხვა- იმ შემთხვევაში როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა. მე ვფიქრობ აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს, თუ ფორმაზე არსებობს რაიმე შეკითხვები, მზად ვართ გავცეთ კონკრეტული პასუხები, რამეთუ აბსოლუტურად გვაქვს შინაგანი რწმენა, რომ მოვიქეცით სწორად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)