2018-05-18 16:15:51, 1685 ნახვა
სამართალი
შს მინისტრმა 12 მაისის სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს მადლობა გადაუხადა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 12 მაისის სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღემდე პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა.
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, რადგან არც ერთი მაგალითი უფლებამოსილების გადამეტების არ წამოდგენილა. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა გახარიამ.
ავტორი: ,