|
2018-05-18 15:56:59, 2534 ნახვა
ეკონომიკა
სებ-მა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საკოლექციო მონეტა გამოუშვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბანკში გაიმართა. ახალი მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. „მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ეროვნული ბანკის კიდევ ერთი საინტერესო და ჩვენთვის ყველასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პროექტი – საკოლექციო მონეტა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მივუძღვნით. ეროვნული ბანკისთვის განსაკუთრებულად საამაყო იყო ამ პროექტზე მუშაობა, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობა არის ის ფუნდამენტური ღირებულება, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში. 1918 წლის 26 მაისს დაარსდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. სხვათა შორის, ამავე პერიოდში, 1919 წელს შეიქმნა პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ სულ რაღაც 3 წელი იარსება, საკმაოდ მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ვითარებისა, შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა რეგულარული არმია, შექმნა დემოკრატიული მართვის ორგანოები, რომლებიც კონსტიტუციით კიდევ უფრო განამტკიცა, ჩამოაყალიბა სახელმწიფო სიმბოლიკა, ჩაატარა თავისუფალი საყოველთაო არჩევნები, საკმაოდ მოკლე ხანში შექმნა საკანონმდებლო მემკვიდრეობა. ჩამოაყალიბა პროფესიული კავშირები, გაატარა ფულად–საკრედიტო რეფორმა, შექმნა და მიმოქცევაში გაუშვა პირველი ქართული ფული – ქართული ბონი, გაატარა მიწის, განათლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმები, დააფინანსა ათეულობით სტუდენტი უცხოეთში სწავლის მისაღებად. სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას შეუსრულდა 100 წელი და სწორედ ეს ფაქტი ხდის ჩვენს პროექტს ორმაგად გამორჩეულს. საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნას და 10 ლარის ნომინალს ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტას უძღვნის. ეროვნული ბანკი ულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს“,– განაცხადა კობა გვენეტაძემ. მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი მამუკა გონგაძეა. ავერსის მტავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1918–1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები – მოფრიალე დროშა და გერბი, მონეტაზე დატანილია წარწერები: „26 მაისი“, „1918“, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ და „10ლ“. რევერსწი აგებულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების თემაზე. ძირითადი კომპოზიციაა მოფრიალე დროშები და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: „საქართველო“, „10ლარი“, „2018“ და GEORGIA.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)