2018-05-18 13:40:16, 1518 ნახვა
სამართალი
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპანტებმა სოფელ ტირძნისის მკვიდრი დააკავეს
რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მკვიდრი, 30 წლამდე მამაკაცი, დავით ჩალაური დააკავეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მისი დაკავება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მოხდა.
„ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას“, - განაცხადეს სუს-ში.
ავტორი: ,