13:12 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 11:33:20, 1336 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღვინის მუზეუმს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს “ქართული სასწავლებელ თბილისის“ მოსწავლეები ესტუმრნენ.

სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს სააგენტოში განთავსებული მარანი, ენოთეკა და მუზეუმი. მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის კულტურის 8-ათასწლიან ისტორიაზე, ქართული ვაზის ჯიშებზე, დამოუკიდებლობის მოპოვების მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობის დარგის და მათ შორის მევენახეობა-მეღვინოების განვითარების მიმართულებით.

ბავშვებისთვის მოეწყო სამეცნიერო ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი“ ჩვენება. მოსწავლეებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში მოწყობილი საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმინსადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენაც დაათვალიერეს.

ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების 8-ათასწლოვანი ისტორიის ფონზე, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა მეღვინეობის ინდუსტრიისა და დარგის მეცნიერული განვითარების მიმართულებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგის მიმცემი იყო.

დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან, საქართველო რევოლუციებისა და ომებისგან დანგრეული ეკონომიკის აღდგენას შეუდგა, რომლის ერთ-ერთი საფუძველი სოფლის მეურნეობა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგი იყო.

ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობა-მევენახეობის სწავლების მიმართულებით, რადგან 1920 წელს საქართველოს მევენახეობის მეცნიერულ განვითარებას ჩაეყარა საფუძველი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics