06:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 11:29:47, 525 ნახვა

რეგიონი
დავითაშვილი დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვირში ფერმერებს შეხვდა და  ინფორმაცია ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ მათგან მოისმინა.

მინისტრი იმყოფებოდა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბშიც, სადაც  მავნებლის იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში, მიმდინარეობს მონაცემების განახლება   და ინტერაქტიულ რუკაზე ასახვა. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იგეგმება შეწამვლითი ღონისძიებები.

ღონისძიებების  შესახებ  მოსახელობის ოპერატიულად ინფორმირების მიზნით, ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, მუშაობს ცხელი ხაზი.

„საკოორდინაციო შტაბი მუშაობს ორგანიზებულად, უწყვეტ რეჟიმში, იმ დაგეგმილი სქემით, რომელიც შემუშავებული აქვს სამინისტროს. 2017 წელი გამოწვევის პირველი წელი იყო. ამ პერიოდში  ჩვენ დაგვიგროვდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილება. წელს, სახელმწიფოს მიერ  მობილიზებულია მნიშვნელოვანი რესურსი, გაზრდილია მოსახლეობის აქტიურობაც.   ჩვენ გვექნება  ხელშესახები შედეგი, თუმცა სახელმწიფოსთან ერთად ბრძოლის პროცესში მოსახელობის აქტიური ჩართულობას აქვს, ფაქტობრივად, გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან, საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელთან ლაშა შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად,  ანჟელის მასივში არსებული სიმინდის საყანე ფართობები და  განთავსებული მონიტორინგის სისტემები დაათვალიერა. იმისათვის, რომ აზიური ფაროსანა ტყიდან  სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე არ გავრცელდეს, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში,  დაცული ტერიტორიების მიმდებარედ,   დამონტაჟებულია 10 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.  

დღეის მდგომარეობით, მობილიზებული  სპეციალიზებული მაღალი გამავლობის ტექნიკით, აჭარაში, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 30 ათასამდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები, ხოლო  ცივი შესხურებით,   1000-მდე ჰექტარი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics