|
2018-05-17 20:02:38, 1846 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების განვითარება
„ჩვენ ვიმყოფებით სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში, რომელიც დღეიდან დაიწყებს H&M"-ის პროდუქციის წარმოებას და ასევე მოლაპარაკების პროცესშია „ზარასთან" და „ბენეტონთან“,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ქუთაისში კომპანია „ემჯიემტექსის" ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. შპს „ემჯიემტექსის" მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის მწარმოებელი ქარხანა „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. კომპანიამ პროგრამის დახმარებით უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო. საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს. „ასეთი პროექტები პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ძირითადად აქ ქალბატონები არიან დასაქმებულები, ასევე ეს არის კომპანია, რომლის ნაწარმიც ძირითადად ექსპორტზე გავა და ეს ძალიან წაადგება საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდას" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შპს „ემჯიემტექს" წარმომადგენლების ინფორმაციით, საწარმო წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. კომპანიამ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით და დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება. მათივე ინფორმაციით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დამატებით კიდევ 400 ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციის მოცულობა, საწყის ეტაპზე, შეადგენს 2 000 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47-ში არის განთავსებული. ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია საქართველოში ბიზნესის გაფართოებით 7 თვის წინ დაინტერესდა და გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლების მხარდაჭერით, საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობდა. ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლები „ერთი ფანჯრის პრინციპით" ეხმარებოდნენ დაინტერესებულ მხარეს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და პოტენციურ პარტიორებთან დაკავშირებაში.
(NS)
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)