20:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 15:46:14, 1554 ნახვა

ეკონომიკა
გამოფენაზე „Caspian Agro 2018“ ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში, აგროსამრეწველო სექტორის მე-12  საერთაშორისო გამოფენაზე „Caspian Agro 2018“ ქართულმა კომპანიებმა  საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით მოწყობილ ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო შპს „თაფლიკაცის“, „გიუაანის“, „მადლიანი 2017-ის“, „კულას“, „ნუტრიმაქსის“, „მზა ჩითილის“, „ველინგტონის“, „თამარის“ მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია.
გამოფენაზე „Caspian Agro 2018“ მოწყობილი ქართული კუთხე და სტენდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მთავრობის წევრებთან ერთად, დაათვალიერა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს ქართულ სტენდზე წარმოდგენილი უნიკალური ქართული ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები გააცნო. 
ილჰამ ალიევმა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის აზერბაიჯანში პოპულარიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს ქართულ მხარესთან ურთიერთობის გააქტიურებისკენ მოუწოდა.   

„საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულება ქართული აგრარული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანის ხელშეწყობაა. აქედან გამომდინარე, ქართველ მეწარმეებს მუდმივად აქვთ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics