|
2018-05-17 13:11:46, 823 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ტურისტული სააგენტოებისა და გიდების ინფოტური ჩატარდა
აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით მსხვილი ქართული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები აჭარას სტუმრობენ. დღეს მათ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრეზენტაცია ჩაუტარდათ აჭარის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულების შესახებ. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ რეგიონის სამთო, ეკოტურისტული და საზღვაო ტურისტული პოტენციალის, ასევე ტურიზმის კუთხით დაგეგმილი სიახლეების შესახებ ესაუბრნენ. ინფოტურის მონაწილეები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მოწვევით სამი დღით სტუმრობენ. აჭარაში ყოფნისას ისინი მაჭახელას, მირვეთის, ქედის ტურისტულ მარშრუტებს გაივლიან და იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს გაეცნობიან. ასევე მოინახულებენ ძმები ნობელებისა და ეთნოგრაფიულ მუზეუმებს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმს. „ჩვენი მთავარი მიზანია იმ ადამიანებს, რომლებიც უშაულოდ ზრუნავენ რეგიონში ტურისტების მოგზაურობის დაგეგმვაზე გავაცნოთ მთიანი აჭარა თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით. როგორც წესი, აჭარაში მყოფ ტურისტებს ბათუმში ასვენებენ და მთიანი აჭარიდან მხოლოდ ქედაში ამოგზაურებენ, რაც გვინდა რომ შეიცვალოს. რეგიონს გააჩნია ულამაზესი ეროვნული პარკები, სხვადასხვა თემატური ტურისტული მარშრუტები მაჭახელას, მირვეთის, ხიხანის, გობრონეთის, მერისის, ჩირუხის, მწვანე ტბისა და ქედის მიმართულებით. ჩვენ გვინდა სწორედ ტურისტულმა კომპანიებმა და გიდებმა გაიარონ ეს მარშრუტები, რათა შემდგომ თავიანთ ტურისტებს შესთავაზონ მთიან აჭარაში მოგზაურობა. ჩვენ გასულ წელს 280-ზე მეტ ადამიანს გავაცანით აჭარის მთიანეთი და წელსაც ვაგრძელებთ რეგიონის პოპულარიზაციას,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.
(NS)
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)