13:12 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 12:49:25, 1852 ნახვა

საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა დაიწყო

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. მათ „ვარდების მოედანზე“ შეკრებილები შეუერთდებიან და აწყურის ღვთისმშობლის ხატით ქაშვეთის ეკლესიასთან მივლენ. ამის შემდეგ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრელდება, სადაც მსვლელობის მონაწილეებს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დალოცავთ.

მსვლელობა მრავალჟამიერის და საგალობლების ფონზე მიმდინარეობას. მასში სასულიერო პირები, მღვდელმთავრები, მონაზონები და მრევლი მონაწილეობს.

მსვლელობასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.

ამასთან, მოქალაქეთა ნაწილი მსვლელობაში შემდეგი შინაარსის ტრანფარანტებით იღებს მონაწილეობას: „არა ნარკოტიკს“, „ნარკოტიკი არის კაცობრიობის მტერი“, „არ არსებობს მსუბუქი ნარკოტიკი“, „ოჯახი კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარია“, „17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა“.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics