02:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 11:57:33, 2190 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ჩინური კომპანიის „Emeishan Gongping Environmental Technology“  წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საბურავების გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტის განხორციელების  შესაძლებლობაზე იმსჯელეს. კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს პრეზენტაცია წარუდგინეს და საწარმოს მნიშვნელობის და ფუნქციონირების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა საბურავებისა, საწარმო ნეილონის გრანულების, ფოლადის მძივებისა და რეზინის პროდუქციის გადამუშავებას ითვალისწინებს. 

სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად  ნარჩენი საბურავების რაოდენობა 13 500 ტონას შეადგენს, რომელიც გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს. 

ჩინური კომპანია, საწყის ეტაპზე, 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას  გეგმავს. 
საბოლოო გადაწყვეტილება საწარმოს გახსნის შესახებ უახლოს მომავალში იქნება განხილული, როდესაც მომზადდება როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა, ასევე „ნარჩენების მართვის კოდექსთან“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან“ თანხვედრა.

შეხვედრას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი,  ჩინური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ინ ჩენგი, კომპანიის თანადამფუძნებლები - ვან გდელიანგი და ლი პო ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics