08:15 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 16:57:45, 620 ნახვა

რეგიონი
აჭარის რეგიონს 17 მაისს გაზმომარაგება შეეზღუდება

აჭარის რეგიონს 17 მაისს გაზმომარაგება შეეზღუდება - ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მ/წლის  17 მაისს დილის 4 საათიდან  დღის 14 საათამდე აჭარის რეგიონში  ბუნებრივი გაზის მიწოდება მოხდება შეზღუდვით.  აღნიშნულიდან გამომდინარე,  ყველა მსხვილ  მომხმარებელს 17 მაისს დილის 4 საათიდან 17 მაისის დღის 14 საათამდე შეუწყდება გაზის მიწოდება.

იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ მოსახლეობისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა, კომპანია  „სოკარ ჯორჯია გაზი„-ს აჭარის რეგიონის ტექნიკური სამსახურები გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და თხოვნით მიმართავს თავის აბონენტებს, გაზის გათიშვის შემთხვევაში, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „სოკარ ჯორჯის გაზი"-ს ადმინისტრაცია მომხმარებლებს ეტაპობრივად მიაწვდის დამატებით ინფორმაციას“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics