13:02 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 15:55:51, 1603 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ესეების კონკურსის „წიგნიერის“ გამარჯვებულები „თიბისი ბანკმა“ და „საბამ“ დააჯილდოვეს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი"  წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა და ელექტრონული წიგნების სახლის  "საბას"  და თიბისი ბანკის მხარდაჭერით პირველად გასცდა  თბილისის ფარგლებს.

პროექტში  მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისიდან და ამბლორაურიდან.

დაჯილდოების ღონისძიებაზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად,  „წიგნიერის"  3 გამარჯვებული  ელექტრონული წიგნებითა და სხვა სიმბოლური საჩუქრებით „საბამ"  დააჯილდოვა. კონკურსანტების ნამუშევრები გამოაქვეყნდება saba.com.ge-ზე.

ღონსიძიებაზე „წიგნიერის" მონაწილეებს  თიბისის პროექტი 'ქართულად' წარუდგინეს,  რომელიც მიზნად ისახავს Microsoft-ის კომპიუტერული პროგრამებისთვის ქართული ენის სწავლებას.

„წიგნიერის" მიზანი  სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა. პროექტის ფარგლებში,  X და  XI კლასის მოსწავლეებმა შერჩეული სამი  ცნობილი ნაწარმოების მიხედვით  ესეები დაწერეს. წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები - კნუტ ჰამსუნის „შიმშილი", ალბერ კამიუს „დაცემა",  და გურამ რჩეულიშვილის „შპილკა" შეირჩა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics