05:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 09:51:51, 326 ნახვა

საზოგადოება
ბარაკ ობამა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მისალოც წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.
 
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, საუკეთესო სურვილებით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
 
ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მტკიცე, აქტიური და სტრატეგიული პარტნიორობა. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ შარშან მხარი დაუჭირა საქართველოს, როდესაც თქვენს ქვეყენაში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და საქართველომ მიიღო ნატოს არსებითი პაკეტი. ჩვენ დღესაც მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის.
 
რეგიონში გამოწვევებით აღსავსე მოვლენების ფონზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რომელიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისკენ. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ თქვენს მებრძოლებს, რომლებიც მონაწილეობენ მისიებში ავღანეთსა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში. მადლობას მოვახსენებთ საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ტერორიზმთან და სხვა  გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას. გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, - ნათქვამია ბარაკ ობამას მილოცვაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ესტონეთის და საბერძნეთის პრემიერ-მინისრებმაც მიულოცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics