2018-05-16 12:42:29, 1389 ნახვა
სამართალი
თბილისში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
თბილისში, რობაქიძის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი ბანკში იარაღის მუქარით შეიჭრა.
თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმავლა შეძლო. უცნობია თუ რა ოდენობის თანხაა წაღებული.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ავტორი: ,