17:05 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 16:26:56, 1316 ნახვა

კომენტარი
მამა ანდრია: მივმართავთ ყველას ვისაც რაიმე აგრესიული განწყობები აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისაგან

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა, რომელიც 17 მაისს გაიმართება არანაირად არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, - ამის შესახებ მამა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დეკანოზმა აგრესიულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილს მოუწოდა, მსვლელობაში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ.

"დღესასწაულისათვის სრულიად შეუსაბამო რიტორიკა ისმოდა, იგრძნობოდა ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის ან საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან. გვინდა ხაზგასმით ყველას გასაგებად ვთქვათ, რომ ეს მსვლელობა არანაირად არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, არამედ ჩვენ გვინდა რომ ნამდვილ დღესასწაულად იქცეს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე. ამიტომ მივმართავთ ყველას ვისაც რაიმე ამდაგვარი განწობები აქვს თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისაგა.  ასევე გვინდა მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ყველანაირი აგრესიის გამოვლინება ან ყოველგვარი პროვოკაციის მცდელობა ვისგანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს სწრაფად იქნას აღკვეთილი", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics