17:05 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 15:59:29, 1269 ნახვა

კომენტარი
აბაშიშვილი: ვიღაცას სურს, რომ ნარკოპოლიტიკა კვლავ სპეკულაციის საგნად აქციოს

„ვიღაცას სურს, რომ ნარკოპოლიტიკა კვლავ აქციოს სპეკულაციის საგნად, ეს უნდა დამთავრდეს და უნდა გადაიდგას რეალური ქმედითი ნაბიჯები“, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნარკომომხმარებლების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს ჰუმანური და ეს პოზიცია, უკვე არაერთხელ დაფიქსირდა.

„არაერთხელ იქნა დაფიქსირებული პოზიცია ჩვენი მხრიდან, რომ მომხმარებლების ნაწილში ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს უფრო მეტად ჰუმანური. ამ კუთხით რომ ნაბიჯები გადასადგმელია, ამის შესახებ დიდი ხანია ვსაუბრობთ. სამწუხაროა, რომ ქმედითი ნაბიჯები ვერა და ვერ გადაიდგა. დაუშვებელია მუდმივი სპეკულირება ამ თემით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, რომ ის, რაზეც ხმამაღლა ვსაუბრობთ, ის, რაზეც თითქოს ყველა თანხმდება, ასახული იქნას შესაბამის დოკუმენტებში. სამწუხაროა, რომ ახლა ახალი ტალღა იწყება სპეკულაციის, თითქოს, ჯერ ამ კუთხით არაფერი გაკეთებულა, არადა საქართველოს პარლამენტში დევს უკვე კანონპროექტი მოხმარების მუხლის ლიბერალიზაციის მიმართულებით, თუმცა, ვიღაცას სურს, რომ ეს კვლავ აქციოს სპეკულაციის საგნად. ეს უნდა დამთავრდეს და უნდა დაიწყოს რეალური ქმედითი ნაბიჯები“, –განაცხადა აბაშიშვილმა.

ამასთან, აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს ანტინარკოტიკულ კამპანიას.

„ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ჩვენ მხარს დავუჭერთ და პრეზიდენტიც მზად არის, მხარი დაუჭიროს ანტინარკოტიკული კამპანიის განვითარებას ქვეყანაში, რომელსაც განახორციელებენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, იქნებიან ესენი ხელოვნების წარმომადგენლები, ასევე ვთქვათ ქლაბერები, ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლები თუ სხვა. ველით მათგან ინიციატივებს და მზად ვართ ანტინარკოტიკული კამპანიის კუთხით, პრეზიდენტის ინიციატივით არაერთ პროექტს დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics