|
2018-05-15 13:21:46, 1233 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ნარკოტიკის ლეგალიზებაზე სახელმწიფოს პასუხია - არა
„როდესაც ვსაუბრობთ ლეგალიზებაზე, ეს ნიშნავს მოთხოვნას, რომ ნარკოტიკის მოხმარება იყოს ისევე კანონიერი, როგორც ქართული ღვინის. ამაზე სახელმწიფოს პასუხია – არა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა მინისტრის თქმით, როგორ მძიმე რეაქაციაც არ უნდა არსებობდეს, მმართველი გუნდი ლეგალიზაებას მხარს არ დაუჭერს. "ნარკოპოლიტიკის თემებზე მეც, იუსტიციის სამინისტროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ვმუშაობთ 2013 წლიდან. დასანანია ჩემთვის, როგორც უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელისთვის, რომ აუცილებელი გახდა ეს პროტესტი, იმისთვის, რომ ზოგიერთ ნარკოლოგს, მაგალითად, გაეგო, რომ ნარკოპოლიტიკა მხოლოდ სამედიცინო თემა არ არის. მე მათ ამას დიდხანს ვუხსნიდი, მაგრამ საჭირო გახდა საზოგადოების აღშფოთება, რომელმაც ნათლად გამოხატა თავისი აზრი, რომ ამ ქვეყანაში დანდობა არ იქნება ნარკორეალიზატორებისთვის; იმისთვის, რომ იმავე ერთ-ორ ნარკოლოგს, რომელთაც ტელევიზიით ვუსმინე, ეთქვა, რომ, პრინციპში, დაბალანსებული მიდგომაა მისაღები. დიახ, დაბალანსებული მიდგომაა მისაღები და როდესაც ჩვენ ნარკოპოლიტიკაზე ვმსჯელობთ, უნდა მოვუსმინოთ პოლიციას, უნდა მოვუსმინოთ პროკურატურას, უნდა მოვუსმინოთ მესაზღვრესაც, რომელიც − დღე ერთია და − რამდენჯერმე აკავებს ადამიანს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში შემოაქვს ნარკოტიკი. ამიტომ ეს არის ჩემი პირველი პასუხი, რომელიც არ არის გუშინ გააზრებული პასუხი. შემთხვევით არ მიხსენებია, რომ 2013 წლიდან ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ, რომ ნარკორეალიზატორებისათვის სასჯელის დაწევა − როგორც ეს იყო ზოგიერთი საკანონმდებლო ინიციატივა − არის გამორიცხული. პირიქით − ჩვენ გვინდა ნარკორეალიზატორისადმი კიდევ უფრო მკაცრი მიდგომა, რომელიც ბედავს და სიკვდილს სთავაზობს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ, მათ შორის, თბილისის მერთან ერთად, რათა თბილისში, და არა მარტო თბილისში, საქართველოს მასშტაბით კლუბური ცხოვრება კიდევ უფრო განვითარდეს, მაგრამ ეს ვერ იქნება ადგილი, სადაც პოლიცია ვერ შედის; ეს ვერ იქნება ადგილი, სადაც იყიდება სიკვდილი. ეს არის გამორიცხული", - განაცხადა წულუკიანმა. რაც შეეხება მომხმარებლებს, წულუკიანის თქმით, აღნიშნული მიმართულებით ადამიანური და ჰუმანური მიდგომაა საჭირო. "აუცილებელია − და მე ეს ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ − ადამიანური და ჰუმანური მიდგომა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ჩვენ სწორედ უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში გავაუქმეთ ექიმის ვალდებულება, რომ ზედოზირებისას პოლიციისთვის შეეტყობინებინა ფაქტი; რომ სამართალდამცავ ორგანოებთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად სისხლის სამართლის კოდექსში გავმიჯნეთ გასაღებისა და მოხმარების მუხლი. მომხმარებლისთვის სისტემა კიდევ უფრო უნდა გაადამიანურდეს, მაგრამ ნარკოტიკი ვერ გაპოპულარულდება ჩვენს ქვეყანაში და ნარკოტიკის მოხმარება ვერ დაკანონდება. ეს არის ის მიდგომა, რაც მე მქონდა და მაქვს. დაბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარე, რომ ჩვენ გვჭირდება ამ თემაზე და ყველა სხვა თემაზე არა რადიკალიზმი, არამედ გონივრული მიდგომა და ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული. ეს მე ბევრჯერ ვთქვი როგორც „თეთრი ხმაურის" გასაგონად, ისე ბევრი დეპუტატის გასაგონად, და, ასევე, ბევრი ნარკოლოგის გასაგონად, რომ ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზაზე ნაბიჯ-ნაბიჯ. პირველი, ვინც არის დღეს საშველი, ეს არის ორი ადამიანი: ერთი, რომელიც არის მომხმარებელი, სამწუხაროდ, და მეორე, ვინც ჯერ არ არის მომხმარებელი, იმისთვის, რომ ის იყოს დაცული მოხმარებისგან. ეს არის მნიშვნელოვანი და უმკაცრესი პასუხი მათ, ვინც ბედავს, თქვას, რომ მე თუ არ ვიქნები, აბა, მომხმარებელიც ვერ ისიამოვნებს. ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს ძალიან მკაცრად, მას ჰქვია ნარკორეალიზატორი და მას საზღვრიდან შემოაქვს, და შემდეგ არის მთელი ქსელი, - აღნიშნა მან. წულუკიანის თქმით, ნარკოტიკული საშუალებების სია ყოველდღიურად იზრდება და ამაზე საზოგადოებსა და ხელისუფლებას შესაბამისი პასუხი უნდა ჰქონდეს. "სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს აღრევა თემებისა. მესმის, რომ ეს სამართლებრივი საკითხია, ტექნიკური საკითხია, ხშირ შემთხვევაში, უცხო ენიდან შემოსული ტერმინებია ჩვენს ენაში, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ, სხვადასხვა მოსაზრების მქონე ჯგუფებმა, ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, აუცილებელია, რომ თქვენ, მედიამ, აღმოგვიჩინოთ დახმარება იმით, რომ სწორი ტერმინებით ისაუბროს საზოგადოებამ. როდესაც ვსაუბრობთ ლეგალიზებაზე, ეს ნიშნავს მოთხოვნას, რომ ნარკოტიკის მოხმარება იყოს ისევე კანონიერი, როგორც ქართული ღვინის. ამაზე სახელმწიფოს პასუხია – არა! საქართველოში ის გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას, არ უჭერს მხარს იმას, რომ მოხდეს ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება, ანუ დაკანონება, როგორი მძიმე რეაქციაც უნდა იყოს ამაზე, არა, ბატონებო! კოკაინი, ჰეროინი და სხვა, ძალიან დიდია სია. ეს სია იზრდება ყოველდღე, ახალ გამოგონებებს გვთავაზობენ ნარკორეალიზატორები და მისი შემქმნელები. ვერ იქნება კანონიერი მათი მოხმარება. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ისინი მივიღოთ მხედველობაში. სხვანაირად, უბრალოდ, ვერ იქნება. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლისთვის მოხმარებაზე არ იყოს ციხე. ეს იყო, არის და იქნება ჩემი მიდგომა 2013 წლიდან! უბრალოდ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ისე მსჯელობას, როგორც აკეთებდა რამდენიმე ადამიანი, შევალთ ისევ ჩიხში. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მომხმარებელს (მომხმარებელს ვგულისხმობ და არა მომხმარებელს, რომელსაც ჯიბე სავსე აქვს და იძახის, სავსე იმიტომ მაქვს, უნდა გამოვიზამთროო; მომხმარებელზე ვსაუბრობ და არა მომხმარებლის საფარქვეშ რეალიზატორზე), სჭირდება ზრუნვა და ვინც არ არის მომხმარებელი, სჭირდება დაცვა. ეს პროექტი, ამ ცნებებსა და კონცეპტზე აგებული, შეიქმნა 2014 წელს. სამწუხაროდ, მას არ ჰქონდა მხარდაჭერა არც პარლამენტისაგან და არც სამთავრობო გუნდისაგან. დღეს მე ვხედავ პირველ ნიშნებს იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ მოიპოვოს მხარდაჭერა. თუკი ჩვენ ვიქნებით იმ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილნი, რომელიც შეიქმნა, მე ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, აუცილებლად დავიცავ", - განაცხადა წულუკიანმა.
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)