20:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 19:04:09, 1387 ნახვა

ეკონომიკა
ფრენკ ჰემსკერკი - ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერია

საქართველო მე-9 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია, რეგიონში კი, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ლიდერია. მსოფლიო ბანკი მზადაა მომავალშიც დაუჭიროს მხარი საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების წარმატებით განხორციელებას, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) აღმასრულებელმა დირექტორმა და ბანკის წარმომადგენელმა საქართველოში  ფრენკ ჰემსკერკმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც, აგრეთვე WBG-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა დირექტორთა საბჭოს დელეგაციის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მათ ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ბანკის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელებული პროექტები და პროგრამები რეგიონში სამაგალითოა და ხელს უწყობს მოქალაქეების როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე,  წარმატებულ ინსტიტუციურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის, ეფექტური მმართველობის, ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შექმნის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე; მოქნილ საგადასახადო სისტემასა და კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე. საუბარი შეეხო განათლების, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რეფორმების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის ფინანსურ მხარდაჭერას და 25 წლიან წარმატებულ თანამშრომლობას.

ყურადღება გამახვილდა სამომავლო პროექტებზე, რომლებიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2019-2022 წლებში განხორციელდება. აღინიშნა, რომ სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც ამჟამად მუშავდება, საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან სრულ თანხვედრაში იქნება.

საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის დადებით ტენდენციას, აგრეთვე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და სტრატეგიული მხარდამჭერია. 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და  საქართველოში მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics