2018-05-14 18:20:45, 1657 ნახვა
სამართალი
ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს
ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 3 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
„პაციენტი შემოყვანილი იქნა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ჰქონდა თავის ტვინში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა. ერთჯერადად მოხერხდა გულის მოქმედების აღდგენა. შემდეგ ისევ მოხდა გულის გაჩერება და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ექიმმა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ავტორი: ,