|
2018-05-14 17:32:14, 1752 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-მა „თიბისი ბანკი“ საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ბანკმა უკვე მეოთხედ მიიღო. დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია იორდანიაში გაიმართა, სადაც EBRD-ის წარმომადგენლებმა 2017 წლის წარმატებულ პარტნიორ ბანკებს უმასპინძლეს. „ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ახალი ბაზრების ათვისებისა და კომპანიების ფინანსური ხელშეწყობისთვის გადადგმული ყოველი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი პარტნიორი ბანკების დამსახურებაა. დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიით გვსურს, გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ", - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მმართველმა დირექტორმა, ნიკ ტესეიმანმა. EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, EBRDგასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად. დღეს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა 26 ქვეყნის 94 ბანკთან თანამშრომლობს, ხოლო 800-ზე მეტი ბანკისთვის გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 1.5 მილიარდ ევროს აღემატება. თიბისი ბანკი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.
(R)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)