|
2018-05-14 16:25:43, 1177 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: მსოფლიო ბანკი ზაფხულში გაზრდის საქართველოს დაფინანსების პორტფელს
რამდენიმე ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ბანკში შემავალი ფინანსური ინსტიტუტები გაზრდიან საქართველოს დაფინანსების პორტფელს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციის ვიზიტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. „მსოფლიო ბანკი გახლავთ ჩვენი მთავარი პარტნიორი იმ რეფორმათა პაკეტის იმპლემენტაციაში, რომელსაც ვგეგმავთ. ზაფხულში რამდენიმე ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ბანკში შემავალი ფინანსური ინსტიტუტები გაზრდიან ფინანსურ პორტფელს და ჩვენ საშუალება გვექნება საქართველოში განვახორციელოთ მეტი პროექტი, განსაკუთრებით, კერძო სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ მეტი ეკონომიკური ზრდა. საუბარია ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ეს ზრდა აისახოს თითოეული ოჯახის ცხოვრებაზე და მსოფლიო ბანკის პროექტები სწორედ ამაში დაგვეხმარება," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტინ ჰოგანმა განმარტა დელეგაციის ვიზიტის მიზანია, გავეცნოს საქართველოში არსებულ ვითარებას. „მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოში წარმოვადგენ კანადას, ირლანდიას და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს. დელეგაციის ვიზიტის მიზანია, გავეცნოთ საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ გვექნება საუბარი მთავრობასთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ბენეფიციარებთან. განვიხილავთ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს. მსოფლიო ბანკი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის და ჩვენ ერთობლივად განვიხილავთ სამომავლო სტრატეგიასა და პრიორიტეტებს. დღეს, გვქონდა ძალიან საინტერესო განხილვა ფინანსთა მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან, რომელიც არის მსოფლიო ბანკში მმართველი საქართველოს მხრიდან. მისგან მოვისმინეთ ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, გვქონდა საუბარი მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. მოუთმენლად ველით იმ განხილვებს, რომელიც უახლოესი დღეების მანძილზე შედგება," - განაცხადა ჰოგანმა. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დელეგაცია თბილისში გუშინ ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს მათი პირველი ვიზიტია საქართველოში. აღნიშნული ვიზიტი მსოფლიო ბანკის მხრიდან ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ვიზიტის მიზანია, საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული, ასევე სამომავლო პროექტებისა და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმების გაცნობა.
(NS)
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)