|
2018-05-14 16:02:41, 1309 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: გუშინდელი ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ მთავრობა ხელმძღვანელობს სახელმწიფოებრივი აზროვნების უმაღლესი სტანდარტით
გუშინდელი ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მთავრობის გუნდი ხელმძღვანელობს სახელმწიფოებრივი აზროვნების უმაღლესი სტანდარტით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მამუკა ბახტაძემ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ხელმძღვანელობას იმ უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს ბოლო დღეების განმავლობაში. „მინდა გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რომელსაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა თბილისში. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს მთავრობა და პოლიტიკური გუნდი ხელმძღვანელობს სახელმწიფოებრივი აზროვნებით თავის გადაწყვეტილებებში და ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამაში გუშინ საღამოს. ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენთვის მთავარი მონაპოვარია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჩვენ ამ პრინციპების ერთგული ვართ. მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის უმაღლესი პრიორიტეტი არის მოქალაქეების სიცოცხლისთვის ბრძოლა და მათი უსაფრთხოების დაცვა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)