|
2018-05-14 14:53:11, 2911 ნახვა
სამართალი
გახარია: შეიქმნება ორი ჯგუფი, ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკაზე, მეორე - სპეცოპერაციაზე იმსჯელებს
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებთან ერთად, ორი სამუშო ჯგუფი შეიქმნება. მინისტრის განმარტებით, ერთი ჯგუფი ნარკოპოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს, ხოლო მეორე ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე იმსჯელებს. „შეიქმნება ორი ჯგუფი, ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს აქვს რამოდენიმე სერიოზული ფორმატი ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში და ეს იქნება ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს და შევძლებთ, უფრო სწრაფად დავხუროთ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს. მეორე, იქნება ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში. იმიტომ რომ ვიმეორებ, დღეს, ოფიციალური მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციაში და არც გენერალურ პროკურატურაში არ არსებობს“, - განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, შსს-ში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: შს მინისტრი გიორგი გახარია, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ლადო ბორცვაძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერები: ბექა წიქარიშვილი და დათო სუბელიანი, ასევე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული და გურა იმნაძე. შეხვედრაზე იმყოფება ასევე კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია.
გახარია: 12 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს გახარია: როდესაც შსს-ს აქვს ნარკორეალიზაციაზე დასაბუთებული ეჭვი, მოქმედების არეალს ვერავინ შეზღუდავს
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
დააკავეს პირი რომელიც ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა
ძმის ქორწილში მოკლული გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია
ისრაელის არჩევნებზე ხმების 56.7%-ის დათვლის შემდეგ, უმრავლესობას ვერცერთი ბლოკი ვერ ფლობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)