15:43 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 23:32:02, 1380 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: მოძალადე ჯგუფები პირველ რიგში ხელისუფლებიდან იმართებიან

გვჭირდება მთავრობა, რომელიც დაიცავს ახალგაზრდებს როგორც ნარკოტიკისგან, ისე პოლიციური ძალადობისგან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, საქართველოს დღეს ქმედითი მთავრობა სჭირდება, რომელიც გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ.

„ჩვენ მოვისმინეთ პრემიერმინისტრის ძალიან დაგვიანებული კომენტარი. ეს არ გახლდათ მთავრობის მეთაურის სამოქმედო ან საქმიანი განცხადება, ეს კეთილი სურვილებით გაჯერებული პოლიტიკური კომენტარი იყო. ის საუბრობს ნარკოტიკების გავრცელების შეზღუდვაზე და პოლიტიკის გადახედვაზე, მაგრამ ამას სჭირდება არა საუბარი, არამედ რეალური ბრძოლა ნარკოტიკების გამავრცელებლებთან, რასაც არაფერი აქვს საერთო მთავრობის მიერ კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, რომელიც უბრალოდ იქ მისული ახალგაზრდების დარბევა იყო“, - აცხადებს ბაქრაძე. 

მან პრემიერის გამოსვლას სადღეგრძელო უწოდა და აღნიშნა რომ მოძალადე ჯგუფები  ხელისუფლებიდან იმართებიან.

„ჩვენ ვხედავთ უაღრესად საგანგაშო დაპირისპირებას ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებს შორის, მათ შორის, პირველ რიგში მთავრობისგან წახალისებული მოძალადე ჯგუფების მონაწილეობით. 

პრემიერ მინისტრი არაფერს ამბობს, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა, როგორ უნდა ვებრძოლოთ ნარკოტიკების გამავრცელებლებს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას პოლიციის იმ ოპერაციაზე, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ნარკოტიკებთან ბრძოლასთან, როგორ უნდა ავლაგმოთ ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც პირველ რიგში ხელისუფლებიდან იმართებიან. 

ეს იყო სადღეგრძელო. საქართველოს კი დღეს ქმედითი მთავრობა სჭირდება, რომელიც გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ. გვჭირდება მთავრობა, რომელიც დაიცავს ახალგაზრდებს როგორც ნარკოტიკისგან, ისე პოლიციური ძალადობისგან“, - განაცხადა ბაქრაძე.
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics