15:43 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 23:17:18, 1345 ნახვა

კომენტარი
ჩხენკელი: იმედი გვაქვს, დაპირისპირებულ მხარეებს ეყოფათ გონიერება, არ დაუშვან სიტუაციის გამწვავება

რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს განათლების მინისტრმაც მიმართა. 

მიხეილ ჩხენკელის თქმით, მოქალაქეს ეძლევა საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება.

„ჩვენი ხელისუფლებისათვის საზოგადოების ნებისმიერი, დიდი თუ მცირე ნაწილის ინტერესები მნიშვნელოვანია და ყველა მათგანთან დიალოგისთვის მზად ვართ. მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენი ახალგაზრდობის ხედვებისა და პოზიციების უკეთ გაცნობას და ამის მზადყოფნას გამოვხატავ.

თითოეული მოქალაქეს ეძლევა საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და როგორც პრემიერმა განაცხადა, სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.
ამავდროულად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვა. ეს მთელი საზოგადოების მოთხოვნა და ინტერესია და ბუნებრივია, ხელისუფლება ამის შესაბამისად იმოქმედებს. იმედი გვაქვს, პირველ რიგში თავად დაპირისპირებულ მხარეებს ეყოფათ გონიერება, არ დაუშვან სიტუაციის გამწვავება.

მიმაჩნია, რომ საჭიროა ყველას ერთობლივი ძალისხმევა, რათა აზრთა სხვადასხვაობამ შედეგზე ორიენტირებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმა მიიღოს და ამისკენ მოვუწოდებ ყველა ჯგუფს“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics