|
2018-05-13 21:05:32, 1813 ნახვა
ეკონომიკა
ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით, აჭარაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით აჭარაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სასტუმრო რედისონში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც დაესწრო ზაფხულის ტურისტულ სეზონზე აჭარაში დაგეგმილ საერთაშორისო კონცერტებზე, ქვეყანაში შემოსული ტურისტების ტენდენციებსა და რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ქვეყანაში შემომსვლელ ტურისტთა ტენდენციების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პროექტ Checkin Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია კი ტურისტული ობიექტებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, ბლექ-სი არენას საკონცერტო დარბაზის დირექტორმა ანა კავლელიშვილმა მიაწოდა. მათი თქმით, 2018 წელი ტურისტთა ზრდის რეკორდული მაჩვენებლებით გამორჩეული წელი იქნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე, ტურიზმის დადებით სტატისტიკაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ზურაბ პატარაძემ რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით ისეთ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა, როგორებიცაა ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზა, ბათუმის ესტაკადას მშენებლობა, ხულო-ზარზმის გზა, ასევე საუბარი შეეხო რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის და სამთო-სათხილამურო კურორტების შექმნის კუთხით არსებულ ინვესტიციებსა და მშენებლობებს. „მაშინ, როცა საუბარია ტურიზმის განვითარებაზე და ოთხი სეზონის ტურიზმზე, უმნიშვნელოვანესია მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მომსახურების დონის ამაღლება, ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაცია, რა მიმართულებითაც აჭარის მთავრობა ცენტრალური მთავრობასთან ერთად არაერთ ღონისძიებას ახორციელებს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. რეგიონში ტურისტთა ნაკადის ზრდის მოლოდინზე ისაუბრა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა სულხან ღლონტმა. მისი თქმით, აჭარაში არსებული საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, იანვარ-მარტის თვეში 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებით დიდი ზრდა (+64%) შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს საფრენი ბილიკების და მოსაცდელი დარბაზების გაფართოების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, ასევე ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ბათუმში ჩამოსული ტურისტების თავისუფალ გადაადგილებას და სათანადო მომსახურებას. ტურიზმის სექტორთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ სექტორში არსებულ გამოწვევებზე და სიახლეებზე მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესაუბრათ. შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
(NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)