15:43 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 18:14:57, 1300 ნახვა

კომენტარი
ჩიხრაძე: უმთავრესია, სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ რუსთაველზე მიმდინარე აქციის მშვიდობიანად წარმართვის უფლება

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც დღეს საღამოს აქციაზე "ჩვენი თავისუფლებისათვის" მივიდა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უმთავრესია, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მშვიდობიანად წარმართვის უფლება, რათა არ მოხდეს რაიმე ტიპის ესკალაცია და პროვოკაციული მოქმედებები.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის დავალებით ვაკვირდებით და მომავალშიც დავაკვირდებით აქციის მიმდინარეობას.

ის, რომ განხორციელებული სპეცოპერაციის გარშემო არსებობს ბევრი კითხვა უკვე ეს ფაქტია და რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაიცემა ოფიციალური ორგანოებისაგან შეკითხვები, სამწუხაროდ, უფრო მატულობს და არ კლებულობს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ უახლოეს ხანებში შეკითხვებს გაეცეს ამომწურავი პასუხი, საზოგადოებამ მიიღოს ცხადი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით.

რა ნაბიჯებს გადადგამენ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, ეს თავად მათი გადასაწყვეტია. მთავარია, აქ არ მოხდეს რაიმე ისეთი, რაც დაძაბავს სიტუაციას, რაც იქნება პროვოკაციული", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან უკვე მეორე დღეა აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს. ისინი 12 მაისს, კლუბებეში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის და პრემიერის გადადგომაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics