09:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 22:52:35, 2290 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კალაძის განცხადებას „სამარცხვინო“ უწოდეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას „სამარცხვინოს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება.

ისინი ასევე ადგილზე კარვების გაშლას აპირებენ და მოქალაქეებს კონსოლიდირებული მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენი ადრესატი არ იყო კახა კალაძე. ჩვენ მივმართავდით ხელისუფლებას, რომელიც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ჩვენ პასუხი არ გაგვცა. ამიტომ ჩვენ გავშლით კარვებს, არსად წასვლას არ ვაპირებთ და მივმართავთ ხელისუფლებას, ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილოს“, - განაცხადა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აქციას ქუთაისიდან 80 ადამიანი შეუერთდა.

„ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით, ეს მხოლოდ დასაწყისია. ასევე სასიხარულო ამბავი არის ის, რომ აქციები დღეს გაიმართა საფრანგეთში და გერმანიაში, ხვალ კი, ჩვენ ვენა და ნიუ-იორკი შემოგვიერთდება. ჩვენ არაფრის გვეშინია“, - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.

აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებს მოუწოდეს, არ დაიშალონ. მათ ასევე მოქალაქეებს საწვიმრები დაურიგეს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აქციას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მან აქციის მონაწილეებს კრიმინალთან ბრძოლაში თანადგომისკენ მოუწოდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics