14:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 22:09:30, 1348 ნახვა

კომენტარი
კალაძე: მიმდინარეობს სპეკულირება, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, რასაც ვერ დავეთანხმები

„მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური საქმიანობა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებულია, გაგრძელდება.

„მას შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი გუნდის მთავარი მამოძრავებელი არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე.  რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჩვენ ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები, საუბარია რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და ამ დარგის მომავალში მის არსებობაზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება მისი საქმიანობა და ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით გააჩნია ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას დღეს „ღამის თბილისის ეკონომიკის“ ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, „ამ მოცემულობაში ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენლად მიაჩნია“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics