|
2018-05-12 18:05:47, 1124 ნახვა
კომენტარი
კოჟორიძე: ნომერ პირველი ამოცანაა, აქციაზე უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი და სოფიო შამანიდი დღეს პრეზიდენტის დავალებით, პარლამენტის წინ, ღამის კლუბებში გუშინ ძალადობრივ სპეცოპერაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში იღებენ მონაწილეობას და აცხადებენ, რომ დღეს ნომერ პირველი ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია და აქციაზე მყოფმა ასობით და ათასობით ადამიანმა ისარგებლოს ამ უფლებით, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით. ,,ცხადია, ყველა ადამიანი მხარს უჭერს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ბრძოლაში სამართალდამცავებს აქვთ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავად სამართალდამცავებმა რაიმე ფორმით არ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა. ის, რაც მოხდა გუშინ საჭიროებს შესწავლას სხვადასხვა ფორმატით; ეს უნდა შეფასდეს როგორც უფლებადამცველების, ასევე სახალხო დამცველისა და პარლამენტის მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცხადია, უნდა ებრძოლოს დანაშაულს, მათ შორის ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიცაა ნარკოტიკების რეალიზაცია, მაგრამ ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობა'', - აღნიშნა კახა კოჟორიძემ. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი და ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა გაიაზროს შექმნილი მოცემულობა და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მოქალაქეთა უფლებები შეუფერხებლად განხორციელდეს. ,,ის ინფორმაცია, რაც მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ის მძიმე კადრები, რაც ვნახეთ ტელევიზიით და საზოგადოების რეაქცია, რომელიც მოჰყვა ამ ოპერაციას ცხადყოფს, რომ მთელი სპეცოპერაცია დეტალურად და სწრაფად უნდა იყოს შესწავლილი: - როგორც მისი ჩატარების ასპექტები, ასევე შემდგომი მოქმედებები. განსაკუთრებით, ის, თუ რატომ იყო აუცილებელი სპეცოპერაციის ჩატარება გუშინ, იქ და იმ ადგილას, და იმ ფორმით, როგორც ეს განხორციელდა. არავინ აყენებს კითხვის ქვეშ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებას და ვალდებულებას, რომ ებრძოლოს ნარკოტიკის უკანონო რეალიზებას, მაგრამ ის, რაც გუშინ ვნახეთ, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს და ამ კითხვებზე საზოგადოებამ უნდა მიიღოს ამომწურავი პასუხები'', - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა აქციაზე.
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)