16:54 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 12:36:30, 1478 ნახვა

სამართალი
შსს: ერთ-ერთი ნარკორეალიზატორი კლუბის დაცვის წევრია

სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი, - ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაკავებული ნარკორეალიზატორებიდან ერთ-ერთი, ღამის კლუბის დაცვის წევრია.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. ვინაიდან გასაღებების მრავალჯერად ფაქტებს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკორეალიზატორების მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს წარმოადგენდა სწორედ კლუბების ტერიტორია. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. მისი დაკავება კლუბში განხორციელდა. პირადი ჩხრეკისას მისგან დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები იქნა ამოღებული.

შესაბამისად, მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ანუ სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მძიმე და სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რასაც შესაძლოა კვლავ მოჰყოლოდა სიცოცხლისათვის საშიში შედეგი, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები.

ამასთან, იმის გათვალისწინებით რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო უშუალოდ კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, იქ მყოფი დიდი რაოდენობით ახალგაზრდების კლუბიდან ინციდენტების გარეშე გარიდება და კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების დაცვა, მოხდა პოლიციის შესაბამისი ძალების მობილიზება.

საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდებოდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. სისხლის სამართლის წესით კლუბის არც ერთი სტუმარი დაკავებული არ არის“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics