|
2018-05-12 11:59:20, 1164 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე: გარდა იმისა, რომ ესაა თავდასხმა კონკრეტულ ბიზნეს სექტორზე, ჩვენ ვნახეთ ძალის გადამეტების ფაქტები
„გარდა იმისა, რომ ესაა თავდასხმა ბიზნეს სექტორზე, ჩვენ ვნახეთ ძალის გადამეტების კონკრეტული ფაქტები“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯაფარიძემ მისი დაკავების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. „გარდა იმისა, რომ ესაა თავდასხმა კონკრეტულ ბიზნეს სექტორზე, გარდა იმისა რომ პოლიცია ცდილობს თავისი ქმედებები გააპრავოს და თითქოსდა ნარკორეალიზატორები დაიჭირეს, ჩვენ ვნახეთ ძალის გადამეტების კონკრეტული ფაქტები. ადამიანებს როგორ ურტყამდნენ, როგორ ტენიდნენ მანქანაში, მათ შორის მეც. 900 კამერა მიღებდა და ყველამ ნახა, რომ არაფერი დამიშავებია. ერთადერთი ვითხოვდი იმას, რომ ვინმე პასუხიმგებელი პირი გამოსულიყო და დამლაპარაკებოდა. ამის გამო ამწიეს ჰაერში და გამაქანეს. სამი საათი გავატარე პოლიციის განყოფილებაში. დაკავების შინაარსი თვითონაც არ იცოდნენ. მითხრეს, რომ ვიგინებოდი და ამიტომ გამარიდეს სიტუაციას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შემიდგინეს და გამომიშვეს",- განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე შეფასებით, ჩატარებული სპეცოპერაცია იყო სახელმწიფოს პასუხი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. „წესით თუ ვინმეს კიდევ ქონდა ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში შეიძლება ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს და ხელისუფლებაში არსებობენ პროგრესული ძალები და რეგრესული და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ პროგრესულებს და რამენაირად გავიტანოთ ეს კანონპოექტი, ეს ილუზიები დამთავრდა ყველასთვის. სახელმწიფომ და კონკრეტულად ამ ხელისუფლებამ გაგვცა ყველას პასუხი ვისაც ქონდა იმედი. გვითხრეს არა უბრალოდ არა, არამედ გვითხრეს, რომ უფრო ველურები და თავხედურები ვიქნებით ვიდრე ოდესმე ვყოფილვართო. დღეს სამ საათზე არის აქცია ძველი პარლამენტის შენობის წინ და ჩემი აზრით, იქნება მნიშვნელოვანი, რომ იქ მოვიდეს ბევრი ადამიანი. უნდა მოვიდეს ბევრი ახალგაზრდა. იმიტომ რომ სინამდვილეში ახლა რაც ხდება აღარ არის უკვე ნარკოპოლიტიკის საკითხი. სინმადვილეში ეს არის ჩვეულებრივი, მარტივი ცივილიზაციური ომი და გარსარკვევია კონკრეტული ამბავი ჩვენ უნდა ვიცხოვროთ გუგული მაღრაძის და ზაქარია ქუცნაშვილის ქვეყანაში თუ ისეთ ქვეყანაში სადაც თანაცხოვრება შეგვიძლია. იმიტომ რომ ეს ადამიანები გვეუბნებიან რომ ჩვენ თანაცხოვრება არ შეგვიძლია და ესენი გვეუბნებიან რომ უნდა იცხოვორთ ისეთ ქვეყანაში რომელიც ჩვენ გვინდაო. ჩვენ არ ვუვარდებით მათ არსად სახლში და ისინი გვივარდებიან იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. გასარკვევია ეს ამბავი. ამის გარკვევა კი შესაძლებელია ერთი რამით. უნდა დაინახონ ჩვენი ძალა. უნდა დაინახონ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ბევრი ადამიანი და მე იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები ძირითადად იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ამ ხალხს ეტყვიან რომ ჩვენც ვცხოვრობთ აქ და ეს ქვეყანა ჩვენია!“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)