14:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 19:14:50, 1368 ნახვა

კომენტარი
კალაძე: მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელებაზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა მისივე თქმით, ეს არ შეიძლება აღიქმებოდეს როგორც დაპირისპირება.

"რაც შეეხება ივანიშვილის დაბრუნებას, მან განმარტება გააკეთა თუ რა იყო ამის მიზეზი და ისაუბრა სამ მიმართულებაზე. ერთ-ერთი იყო თუნდაც გუნდში, არ ვიცი შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა დავარქვათ ან პატარა გაუგებრობები. სხვათაშორის იყო ამაზე საუბარი, არაერთი გადაცემა მიეძღვნა ამას, განმარტებებიც იქნა გაკეთებული. მე ყოველთვის ვიმეორებდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ზოგადად როდესაც სხვადასხვა საკითხებზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს. ყველას ერთნაირი მოსაზრება ერთ საკითხზე ვერ ექნება, თუმცა ეს ყველაფერი უნდა განიხილებოდეს გუნდის შიგნით და უნდა რჩებოდეს გუნდში. თუმცა პიროვნული შეურაცხყოფები კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბარი ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრთან ერთად, ეს იქნება ცნობილი თქვენთვისაც და საზოგადოებსითვისაც", - განაცხადა კალაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატს რაც შეეხება, კალაძის თქმით, გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს.

„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კანდიდატი იქნება შერჩეული",-განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics