23:09 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 17:19:59, 1508 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ყრილობამ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

პარტია „ქართული ოცნების“ რიგით მეხუთე ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.

პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატები ყრილობას პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წარუდგინა.

ისინი ყრილობამ ერთხმად აირჩია.

პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, დავით საგანელიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ხოლო მთავრობის წევრებიდან ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.

შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოს წევრები აღარ არიან: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე, დეპუტატი თემურ ჭკუასელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, ზვიად კვაჭანტირაძე, ირინა ფრუიძე, დავით კოღუაშვილი, ნოდარ ხადური, ზვიად გონაძე და რომან კაკულია.

აღსანიშნავია, რომ პოლიტსაბჭოს სულ 25 წევრი ჰყავდა, თუმცა ახლა საბჭო 15 პირისგან შედგება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics