|
2018-05-11 15:22:41, 2019 ნახვა
ეკონომიკა
„კანის ლომები 2018“-ის საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი დაიწყო
„კანის ლომები 2018“-ის საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი Young Lions Georgia დაიწყო. წელს კონკურსი ხუთ კატეგორიაში - ბეჭდური რეკლამა, დიზაინი, ციფრული კამპანია, ვიდეო და ახალგაზრდა მარკეტერი მიმდინარეობს. ახალგაზრდა მარკეტერის კატეგორიაში საკონკურსო თემად თბილისის ღამის ეკონომიკა შეირჩა. დავალების მიხედვით, კონკურსში მონაწილეებმა ახალი პროდუქტი და სერვისი უნდა შექმნან, ან იდეა განახორციელონ, რომელიც დედაქალაქში ღამის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ კი, მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სოფიო ხუნწარიას განცხადებით, აღნიშნული პლატფორმა თბილისის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „საქართველოში კრეატიული ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება. ამას ახალგაზრდა „კანის ლომების“ ფესტივალი ცხადყოფს, რომელიც ყოველწლიურად იმართება. თუ 2015 წელს ფესტივალის მონაწილე 11 გუნდი იყო, წელს განაცხადი უკვე 168-მა გუნდმა გააკეთა. ბუნებრივია, ეს თბილისის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგანაც ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ინიცირება მოვახდინეთ. აქტიურად ვიწყებთ ამ მიმართულების განვითარებას და ჩვენთვის სწორედ ახალგაზრდა ადამიანების, იმ გუნდების ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომლებიც „კანის ლომებში“ არიან ჩართული. ველოდებით მათგან ახალ იდეებს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. „კანის ლომები“ მსოფლიოში კრეატიულ და სარეკლამო ინდუსტრიაში ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალია. საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსის თითოეული კატეგორიის გამარჯვებული გუნდი ორგანიზატორების დაფინანსებით, საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე გაემგზავრება და მსოფლიოს სხვა საუკეთესო გუნდებს შორის, ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს.
(NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)