|
2018-05-11 13:08:18, 1653 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომას გააიაფებს
საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გააიაფებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით შესაძლებელია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. „აღნიშნული საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუიაფებს, რადგან კომერციულ ბანკებს რისკს უზღვევს, როდესაც ისინი მცირე და საშუალო ბიზნესს აფინანსებენ. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. თქვენ იცით, რომ ევროკომისიამ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოიყენოს საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა განაცხადა, რომ მზად არიან საქართველოში დაიწყონ აღნიშნული სქემის იმპლემენტაცია და ვფიქრობ, ეს იქნება მართლაც ახალი ფურცელი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. როგორც მან აღნიშნა, 14-16 მაისს, საქართველოში პირველად იმართება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს შეხვედრა, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ბანკის, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტის მხრიდან საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა დაანონსებული და განხორციელებული რეფორმების მიმართ. დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებული კონფერენციაზე „ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში." კონფერენციას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი. „მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის, სადაც საუბარი შედგება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე და იმ ბარიერებზე, რაც გავაქვს ჩვენ ეკონომიკაში, რათა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ მცირე და საშუალო მეწარმეობა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)