|
2018-05-10 17:51:57, 1775 ნახვა
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე IMSO-ს მრჩეველთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ივანე აბაშიძე საერთაშორისო მობილური სატელიტური ორგანიზაციის (International Mobile Satellite Organization - IMSO) მრჩეველთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარედ (Vice Chairman of Advisory Committee) აირჩიეს. 2018 წლის 10 მაისს ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) გაიმართა საერთაშორისო მობილური სატელიტური ორგანიზაციის რიგით 41-ე მრჩეველთა კომიტეტის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 103 წევრი სახელმწიფო და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნულ კომიტეტზე საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურა კოლუმბიის რესპუბლიკამ წარადგინა, რასაც მხარი დაუჭირეს იტალიის, კვიპროსის, პერუს, განის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის დელეგაციებმა. საქართველოს წარმომადგენლის არჩევა საერთაშორისო ორგანიზაციის მრჩეველთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარედ მნიშველოვანი მოვლენაა საქართველოს საზღვაო სფეროსთვის და ზოგადად ქვეყნის იმიჯისთვის. ეს მოვლენა ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო საზღვაო ასპარეზზე. IMSO არის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ დაარსებული ორგანიზაცია, რომელშიც დღეისათვის გაწევრიანებულია 103 ქვეყანა, მათ შორის 2015 წლის 12 იანვირდან საქართველო. ორგანიზაციის მთავარ მისიას წარმოადგენს გლობალური საზღვაო უბედურების და უსაფრთხოების სისტემის რეგულირება (GMDSS) და გემების შორ მანძილზე იდენტიფიცირების სისტემის (LRIT) მომსახურების გამწევი კომპანიების მიერ წევრი სახელმწიფოების სახელით აუდიტის ჩატარება. ორგანიზაციის მისია და როლი უკავშირდება როგორც საზღვაო, ასევე სამოქალაქო ავიაციის კომუნიკაციების საკითხებზე მუშაობას.
(NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)