|
2018-05-10 17:21:04, 1434 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად, მოქალაქეების გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში ძალიან მტკიცე და შეუვალი იქნება. „მინდა, აღვნიშნო შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს ძალიან პოზიტიური მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში და შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო. სამწუხაროდ, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენ ახალგაზრდები დავკარგეთ ამ უბედურების გამო. ეს უბედური შემთხვევები ადამიანებმა დაუკავშირეს ახალი ნარკოკანონმდებლობის მიღებას, რაც აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის. იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე არსებული უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასრულებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე. ცვლილებები ერთი მხრივ გათვლილი იქნება იმაზე, რომ სახელმწიფომ უფრო კონკრეტული და მკაფიოდ გასაგები გარემო შექმნას მოხმარებასთან დაკავშირებით: რა დოზებია, რაც მოხმარებას უკავშირდება, რომელი დოზები ითვლება უკვე რეალიზაციად, როგორ დგინდება რეალიზაციის ფაქტები, რა მექანიზმებს შექმნის სახელმწიფო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით და ა.შ. რა თქმა უნდა, მომხმარებლების, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ეს უბედურება და სენი სჭირთ, სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური, მაგრამ, მეორე მხრივ, სახელმწიფო უნდა იყოს მტკიცე რეალიზატორებთან მიმართებაში. ჩვენ აბსოლუტურად მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ნარკორეალიზატორებს, რომ ამას ვერასოდეს შევეგუებით“, - განაცხადა პრემიერმა. მან ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნარტოკიული საშუალებები არ მიიღონ და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ: „მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ყველას, ვისაც ჯერ ეს საბედისწერო ნაბიჯი არ გადაუდგამს - ცხოვრება არის მშვენიერი და უამრავი საინტერესო რამ არსებობს. არსებობს შემეცნების უამრავი განზომილება და მაინცდამაინც ამ განზომილებას ნუ დაეწაფებით. ეს არის მომაკვდინებელი სენი, რომელზეც ადამიანებმა უარი უნდა თქვან. ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლება, შემეცნება, აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს ცხოვრებაში არის ის, რასაც ახალგაზრდა უნდა ეწაფებოდეს. მხოლოდ ამას მოგიწოდებთ და გთხოვთ ჩვენს მომავალ თაობას. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მთავრობის ყველა წევრს, ცნობილ ადამიანებს, მათ, ვინც ავტორიტეტით სარგებლობს ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, გავშალოთ ფართო კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ. ეს არის აუცილებელი ჩვენი მომავალი თაობის გადასარჩენად. ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას და კაცობრიობას მომავალი არ უწერია. ეს არის ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისა და მომავალი თაობისთვის ჩვენს მიერ გასაკეთებელი აუცილებელი საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)